воскресенье, 25 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-6 დღე

დღევანდელმა მოდულმა დამანახა,თუ რამდენად საჭირო იყო დავრწმუნებულიყავი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი რამდენად შეესაბამებოდა ჩემს მიერ ჩამოყალიბებულ რუბრიკას მოსწავლის შეფასებისას.

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღეს ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაია ტექნოლოგიებით.შევიმუშავეთ მეთოდები თუ რა დამატებითი აქტივობა დაგვჭირდება მათთვის ვისაც კომპიუტერი მწყობრიდან აქვს გამოსული.კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს,რადგან ეს მთავარი კომპონენტია პროექტის გეგმაში,სადაც აქტივობები უნდა იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი.შევქმენით ფასილიტაციის მასალები გაზეთის სახით.

суббота, 17 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-5 დღე

ამ მოდულმა დაგვანახა,რომ საავტორო უფლებების დაცვა მეტად მნიშვნელოვანია,იმისათვის რომ არ მოხდეს სხვისი ინფორმაციის ან ნამუშევრის მითვისება.მიმაჩნია რომ,საკუთარი ინფორმაცია ან ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს დაცული.ასევე მიმზიდველი იყო ჩემთვის პროექტის პრეზენტაციის შექმნა და ბლოგზე განთავსება.პრეზენტაციის მეშვეობით გაცილებით იოლია სათქმელის ადრესატამდე მიტანა,რადგან ვიზუალურად დანახული სიახლე ხელს უწყობს აღქმას და გაგებას.

воскресенье, 11 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-4 დღე

ამ მოდულმა ნათლად დაგვანახა,თუ რა მნიშვნელობა აქვს შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას,მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებას.მოდულის მნიშვნელოვანი ნაწილია პროექტის პრეზენტაციის შექმნა,რითაც შესაძლებლობა გვეძლევა საზოგადოებას მოკლედ გავაცნოთ და გადავცეთ ჩვენი სათქმელი.

суббота, 10 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-3 დღე

ამ მოდულმა ნათლად დაგვანახა,თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტანდარტებისა და ინდიკატორების გათვალისწინება პროექტების დაგეგმვისას.ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშების განხილვა,რითაც მოგვეცა მიმართულება ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების ჩამოსაყალიბებლად.

ტრენინგის მე-2 დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ჩემთვის ძალიან მისასალმებელია ,რომ ვისწავლე პუბლიკაციის შექმნა მშობლებისათვის და საზოგადოებისათვის.მიმაჩნია,რომ სკოლაში მშობელთა ჩართულობა მეტად აქტუალური თემაა.ასევე ვფიქრობ,რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა და პროექტული სწავლება ხელს შეუწყობს ჩემს მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ისეთი უნარ-ჩვევები,როგორიცაა 21-ე საუკუნის უნარები.